LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“რადგან გაურკვევლობა ისევ დიდია და ინფლაციაზე მოლოდინები ისევ არსებობს, ეროვნული ბანკი მაინც ფრთხილობს” – სოსო ბერიკაშვილი

161
სოსო ბერიკაშვილი

ეკონომისტი სოსო ბერიკაშვილი ეროვნული ბანკის მიერ რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვების საკითხს “ფორტუნათან” აფასებს და აღნიშნავს, რომ ეროვნული ბანკი, როგორც წესი, კონსერვატორული ორგანიზაციაა და გადაწყვეტილება სიფრთხილით მიიღო.

მისი განცხადებით, მკაცრი მონეტარული პოლიტიკის შემცირება მოულოდნელი არ იყო, თუმცა ეკონომისტი განმარტავს, როგორ აისახება 11%-ზე რეფინანსირების განაკვეთის დატოვება მოსახლეობისთვის.

ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 11%-ზე დატოვა

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2023 წლის 29 მარტს ჩატარდება.

“მათ, ვისაც ახლა სესხი აქვთ, ნიშნავს, რომ არ გაუიაფდებათ სესხი ამ ეტაპზე, თუმცა მოლოდინი არსებობს რომ გაიაფდება. ვიღაცები შეიძლება ახლაც ელოდნენ, მაგრამ ეროვნული ბანკი, როგორც წესი, კონსერვატორული ორგანიზაციაა და გადაწყვეტილება სიფრთხილით მიიღო ანუ არ შეასუსტა მონეტარული პოლიტიკა, რომელიც მკაცრია და დატოვა მკაცრი.

რადგან გაურკვევლობა ისევ დიდია და ინფლაციაზე მოლოდინები ისევ არსებობს, მიუხედავად იმისა, რომ არის დადებითი ტენდენციები, შემცირებულია გარკვეულ პროდუქციაზე ფასები და ისეთ მაღალ ინფლაციას აღარ ველოდებით, ეროვნული ბანკი მაინც ფრთხილობს და მე ველოდი კიდეც ამ გადაწყვეტილებას. ეს მოქმედი პრეზიდენტის ბოლო კომიტეტი იყო და არ მიიღო გამორჩეული გადაწყვეტილება”, – აღნიშნავს სოსო ბერიკაშვილი “ფორტუნასთან”.

“იმდენად მნიშვნელოვანი არაა ეკონომიკურად, რამდენადაც პოლიტიკურად ძალიან არასწორი იქნება” – სოსო ბერიკაშვილი რუსეთთან ფრენების აღდგენის შესახებ

magti 5g