LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლევან იოსელიანი: „ნაციონალურმა მოძრაობამ“, სულ მცირე, უნდა უარყოს ჩალაძის განცხადების შინაარსი

327
BeFunky-collage - 2023-02-05T014606.635

„ქართულ ოცნებას“ აღარ სჭირდება დამტკიცება, „ნაცებს“ რევოლუცია უნდათო, რადგან კაცი იძახის, რევოლუცია კი არა, ომი მინდაო, – ასე გამოეხმაურა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში პარტია „მოქალაქეების“ წევრი ლევან იოსელიანი ენმ-ის წევრ გიორგი ჩალაძის განცხადებას, როდესაც მან თქვა: „თუ არ უნდათ, ქუჩაში ომი მიიღონ, მიხეილ სააკაშვილის საკითხი უნდა გადაწყდეს დადებითად. ეს არის მუქარა“.

იოსელიანის თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“, სულ მცირე, უნდა უარყოს ჩალაძის განცხადების შინაარსი.

„მე „ნაციონალურ მოძრაობაში“ ვიცნობ ბევრ ადამიანს და იქ არიან საკმაოდ გონიერი ხალხი, ვისაც ესმის, რომ ასეთი განცხადებები, რაც გიორგი ჩალაძემ გააკეთა, არათუ აახლოებს ხელისუფლებაში დაბრუნებასთან, არამედ, პირიქით, უფრო და უფრო შორს აგდებს შესაძლებლობას, რომ ისინი როდისმე დაუბრუნდნენ ძალაუფლებას.

როცა პარტიის ასე თუ ისე ცნობილი ადამიანი ასეთ განცხადებას აკეთებს, სულ მცირე, პარტია უნდა გამოვიდეს და უარყოს ამ განცხადების შინაარსი; გაემიჯნოს და თქვას, რომ ეს არის ამ კონკრეტული ადამიანის აზრი და ჩვენ ასეთი რამ აზრადაც არ გვაქვს.

აღარ სჭირდება „ქართულ ოცნებას“ ვინმესთვის იმის დამტკიცება, „ნაცებს“ რევოლუცია უნდათო, რადგან კაცი გამოდის და იძახის, რევოლუცია კი არა, ომი მინდაო. მერე ნურავის უკვირს, რომ ოპოზიციას საზოგადოებაში ვერ ექნება ის მხარდაჭერა, როგორიც უნდა ჰქონდეს. კვლევებმა ეს დაადასტურა. თვითონ „ნაციონალური მოძრაობა“ 6%-ზეა ჩამოსული“, – განაცხადა იოსელიანმა.

“ჩალაგამოვლებული ნაციონალური ბოლშევიკების პროპაგანდა…შანტაჟით ბრძენ ხალხს ვერ შეაშინებთ” – ბრეგაძე ჩალაძეს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g