LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხატია დეკანოიძე: სამწუხაროა, ყრილობაზე ყოფნის მიუხედავად, პოსტ-ფაქტუმ გავიგე პოლიტსაბჭოს არჩევნების შესახებ

264
ხატია-დეკანოიძე

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში ეხმიანება, პარტიის პოლიტსაბჭოს არჩევნებს და წერს, რომ ამის შესახებ ყრილობაზე „პოსტ-ფაქტუმ“ გაიგო.  ხატია დეკანოიძე მსგავს, მიდგომას „სამწუხაროს უწოდებს“.

„ენმ“-ს ახალი ოფისი ექნება – 24-საათიან რეჟიმში ვიწყებთ მუხლჩაუხრელ მუშაობას: ლევან ხაბეიშვილი

ნიკა მელია: დღეს „ენმ“-ში ფაქტობრივად გაუქმდა პოლიტსაბჭოს არჩევითობა… ღირსება და სიმართლე არც სკამს და თანამდებობას მოჰვება, არც ფულზე იყიდება და არასდროს მარცხდება…

„ხვალ მიშას გადამწყვეტი პროცესია, ამიტომ მაქსიმალურად მოკლედ და თავშეკავებულად ვიტყვი:

ჩვენი პარტიის ამომრჩევლის პატივისცემა არის უპირობო. მაგრამ ჩემი მოსაზრებით, ნაციონალური მოძრაობის ამომრჩეველი და პარტიის წევრებიც ვიმსახურებთ პოლიტიკური საბჭოს გაცილებით მაღალი ჩართულობით არჩევას.

სამწუხაროა, ყრილობაზე ყოფნის მიუხედავად, პოსტ-ფაქტუმ გავიგე პოლიტსაბჭოს არჩევნების შესახებ.

სამწუხაროა მსგავსი მიდგომა“, – წერს ხატია დეკანოიძე.

ცნობისათვის, 5 თებერვალს „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობაზე, პარტიის ახალი თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი, ასევე პარტიის გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი და პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ბეჟაშვილი აირჩიეს.

 

ხვალ მიშას გადამწყვეტი პროცესია, ამიტომ მაქსიმალურად მოკლედ და თავშეკავებულად ვიტყვი:

ჩვენი პარტიის ამომრჩევლის…

Posted by Khatia Dekanoidze on Sunday, 5 February 2023

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g