LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“საქართველოს რომ დაეწესებინა სანქციები, 10%-იანი ეკონომიკური ვარდნა გვექნებოდა, არათუ ზრდა” – შალვა პაპუაშვილი

133
შალვა პაპუაშვილი

“საქართველოს რომ დაეწესებინა სანქციები, 10%-იანი ეკონომიკური ვარდნა გვექნებოდა, არათუ ზრდა”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მედიასთან განაცხადა. მისი თქმით, ხელისუფლებამ მოსახლეობას მეტად გაღარიბება თავიდან ააცილა.

“ერთი წელი გავიდა, სანქციების ტალღებიც ვნახეთ, ვნახეთ ისიც, რომ საქართველო ამ საკითხში არის პატიოსანი, რათა არ დაუშვას დაწესებული სანქციების გვერდის ავლა. ამავე დროს ვნახეთ, რომ ადამიანები, მნიშვნელობა არ აქვს ქართული პოლიტიკის წარმომადგენლები იქნებოდნენ თუ არა, მოუწოდებდნენ საქართველოს და ზოგიერთი დღემდე მოგვიწოდებს, რომ დავაწესოთ ორმხრივი სანქციები. ვნახეთ თუ რას უპირებდნენ ჩვენს ქვეყანას, საბოლოო ჯამში. ეს ეკონომიკურადაც დათვლილია. საქართველოს რომ დაეწესებინა სანქციები, 10%-იანი ეკონომიკური ვარდნა გვექნებოდა, არათუ ზრდა. რა მნიშვნელობა ექნებოდა ამას ქართული ბიზნესისთვის და ხალხისთვის? ცხადია, ეს ნიშნავს ბიზნესის დახურვას, მოსახლეობის მეტად გაღარიბებას და „ქართულმა ოცნებამ“ და ჩვენმა ხელისუფლებამ ქვეყანა ამას ააცილა. თავდაპირველადვე ჩვენ საკმაოდ რაციონალური პოზიცია დავიკავეთ”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

“საქართველო არის ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა საერთაშორისო სანქციების აღსრულების მიმართულებით” – ლაშა ხუციშვილი

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, სანქციების დაწესებით ზიანი არა რუსეთს, არამედ საქართველოს მიადგებოდა. მისივე თქმით, ქვეყანა საერთაშორისო სანქციებს იცავს.

“საქართველოს რომ დაეწესებინა სანქციები, ჩვენ რუსეთს ვერანაირ ზიანს ვერ მივაყენებდით და დავაზიანებდით მხოლოდ საქართველოს. ამავდროულად, პატიოსნად ვიცავთ საერთაშორისო სანქციებს და არ ვაძლევთ არავის საშუალებას, რომ გვერდი აუაროს საქართველოს მეშვეობით. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ რუსეთის მიმართ პოზიცია იყოს მკაცრი, მყარი. ეკონომიკური კუთხით არც ერთი სახელმწიფო არ კვეთს იმ წითელ ზღვარს, სადაც ის უფრო მეტად დაზიანდება, ვიდრე ზიანს მიაყენებს რუსეთს. ზუსტად ისეთივე განსჯა აქვთ მათ, როგორც საქართველოს, რომ არ კვეთენ წითელ ხაზს უსაფრთხოების კუთხით, არ გადიან იმ წითელ ხაზზე, სადაც ფიქრობენ, რომ პირდაპირ სამხედრო კონფლიქტში შევლენ რუსეთთან და არ გადადიან იმ წითელ ხაზს, სადაც ფიქრობენ, რომ ისე დააზიანებენ საკუთარ მოსახლეობას, რომ ამას, საბოლოო ჯამში, შედეგი არ ექნება. ზუსტად ასევე მოქმედებს საქართველო”, – განაცხადა პაპუაშვილმა”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

საქართველოს გავლით სანქციებისთვის თავის არიდებაზე განცხადებები მიზანმიმართული პროპაგანდა და ზეწოლაა – კალაძე 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g