LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს გავლით სანქციებისთვის თავის არიდებაზე განცხადებები მიზანმიმართული პროპაგანდა და ზეწოლაა – კალაძე 

233
კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ პროპაგანდაა განცხადებები იმის შესახებ, რომ საქართველო რუსეთს სანქციების არიდებაში ეხმარება. კალაძე CNN-ის ჟურნალისტის კრისტიან ამანპურის მიერ ევროკომისიის თავმჯდომარისთვის, ურსულა ფონ დერ ლაიენისთვის დასმულ შეკითხვას გამოეხმაურა.

“ეს მიზანმიმართული პროპაგანდა და ზეწოლაა საქართველოზე. იცით, რომ საქართველო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ პირველ რიგში ჩვენი ქვეყნისა დ მოქალაქეების ინტერესები დაცული იყოს. ზეწოლის მიუხედავად, ყველაფერს გავაკეთებთ რომ ჩვენი ეროვნული ინტერესები დაცული იყოს. ძალიან ხშირია ბრალდებები და მიზანმიმართული პროპაგანდა იმის შესახებ, რომ თითქოს საქართველო ვიღაცას რაღაცაში ეხმარება, თუმცა ამის შესახებ ფაქტები ნულია”, – განაცხადა კალაძემ.

CNN-ის ჟურნალისტმა ქრისტიან ამანპურმა ფონ დერ ლაიენს ჰკითხა:

“მსურს, სანქციებზე გკითხოთ – თქვენ ახსენეთ, რომ სანქციები დააწესეთ რუსეთის წინააღმდეგ, თუმცა ჩვენ გვესმის და დარწმუნებული ვარ, თქვენც გსმენიათ იმის შესახებ, რომ სანქციების მიუხედავად, სანქცირებული საქონელი რუსეთში აღწევს. ბოლო ცნობების მიხედვით, განსაკუთრებით საქართველოს გავლით. როგორ უნდა შეჩერდეს ეს პროცესი?”

შეკითხვაზე კი ევროკომისიის პრეზიდენტმა შემდეგნაირად უპასუხა:

“დიახ, სანქციები რუსეთს 9 რაუნდად დავუწესეთ და ისინი მტკივნეულია რუსეთის ეკონომიკისთვის და ქვეყანაში თანამედროვე ტექნოლოგიების დეფიციტს განიცდიან. სანქციები მუშაობს, თუმცა სანქციების გვერდის ავლის მცდელობას ვხედავთ და ეს მიუღებელია. უკვე განვაცხადეთ, რომ სია შეიქმნება იმ ადამიანების, რომლებიც ამ ტექნოლოგიებსა და პროდუქტს ევროკავშირისგან იღებენ და რუსეთში შეაქვთ. სანქციების მე-10 პაკეტი, ძირითადად, ფოკუსირებული იქნება ამ ხვრელების ამოვსებაზე ანუ დიდი გავლენა ექნება მათზე, ვინც ევროკავშირის სანქციებს გვერდს უვლის. მე-10 პაკეტი სწორედ ამაზე იქნება”.
magti 5g