LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარიამ შენგელია და ნუცა თოფურია: „სცენა და კარიერა ჩვენთვის პირველია და მეორე ნახევარმა არჩევანის წინაშე არ უნდა დაგვაყენოს!..“

835
ნუცა-თოფურია-&-მარიამ-შენგელია

მარიამ შენგელია და ნუცა თოფურია – ულამაზესი გოგონები, მომღერლები და რაც მთავარია, ერთმანეთის ძალიან კარგი მეგობრები არიან. ისინი Fortuna.ge-მ ისინი ერთად ჩაწერა.

როგორ იპოვეთ ერთმანეთი?

მარიამი:

ჩვენ ერთმანეთი ვიპოვეთ ხუთი წლის წინ…

ნუცა:

მანამდე შორიდან ვიცნობდით ერთმანეთს. თავიდანვე არ ყოფილა არანაირი კონკურენცია ჩვენ შორის, როგორც კი გადავიკვეთეთ ბათუმში, დავმეგობრდით.

მარიამი:

თავიდანვე ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ როგორი ანგელოზი და ბარბიცაა გარეგნულად, შინაგანადაც ასეთივეა-მეთქი და ბოლომდე გაამართლა ეს შთაბეჭდილება.

ნუცა:

მარიამის ყველა გამოსვლა მახსოვდა, ყველა დეტალი. ბათუმის შემდეგ ძალიან დავმეგობრდით.

მარიამი:

24/7-ზე ერთად ვართ.

თქვენი ერთობლივი ვიდეოები ძალიან პოპულარულია „ტიკ-ტოკზე“…

მარიამი:

კი, ასეა. „ტიკ ტოკ“ პლატფორმა თავიდან არ მოგვწონდა, მაგრამ მერე თანდათან მივხვდით, რომ საკუთარი შესაძლებლობების გამოსავლენად არ არის ცუდი საშუალება.

ძალიან ლამაზები და ნიჭიერები ხართ. თაყვანისმცემლებს როგორ იყოფთ?

არ გვყავს გასაყოფი თაყვანისმცემლები, თუმცა იდენტური გემოვნება გვაქვს, ყოფილა შემთხვევები, როცა ერთი და იგივე ადამიანები მოგვწონებია. ვემთხვევით მუსიკალურ და პირად გემოვნებაში, მაგრამ ორივეს ჩვენი აუდიტორია გვყავს.

ნუცა:

ამდენი ხნის განმვლობაში არაფერზე დავძაბულვართ. თუ ვიჩხუბებთ, ვერიდებით ხოლმე ერთი-ორი დღით და მერე ისევ ვიკრიბებით.

მარიამი:

სტანდარტები არ მაქვს, ვიზუალურს ვგულისხმობ, რადგან ყოფილა მომენტები, სხვადასხვანაირი ბიჭი მომწონებია გარეგნულად, მაგრამ აუცილებლად უნდა იყოს შრომოსმოყვარე, რადგან ჩვენ ბევრს ვშრომობთ იმისთვის, რომ რაღაცას მივაღწიოთ.

ნუცა:

აუცილებლად უნდა გვიგებდნენ ყველაფერში. შეიძლება ჩვენი პროფესიის არ იყვნენ, მაგრამ ასი პროცენტით უნდა გვიგებდნენ, რადგან ისეთი რეჟიმი გვაქვს, სხვანაირად არ გამოვა.

ანუ კითხვაზე, სცენა თუ პირადი ცხოვრება, თქვენი პასუხია სცენა?

(ორივე ერთად)

  • კი!.

პირად ამბებს ალბათ უზიარებთ ერთმანეთს. ერთმანეთის გვერდით როგორი მამაკაცები წარმოგიდგენიათ?

მარიამი:

ყველა ეტაპზე სცენა და კარიერა ჩვენთვის პირველია. მეორე ნახევარმა არ უნდა დაგვაყენოს არჩევანის წინაშე – სცენა თუ ის, რადგან აუცილებლად სცენას ავირჩევთ (იცინიან).

ნუცა:

ძალიან გაგვიმართლებს, თუ შეგვხვდება ისეთი პარტნიორები, რომლებიც ბოლომდე მხარში დაგვიდგებიან.

მარიამი:

მაგრამ არა მომღერალი, სახლში ორკესტრი არ წარმომიდგენია (იცინიან).

ნუცა:

ოჯახური დუეტი და ჩემი პროფესიის ადამიანი მეც ვერ წარმომიდგენია, მაგრამ სასურველია, შვილები მღეროდნენ.

მუსიკალური გეგმები როგორია?

მივდივართ რომში, ძალიან კარგ ამბავზე, ჩვენი სიმღერით. საღამოა, სადაც მონაწილეობას ვიღებთ.

მარიამი:

გავცდით საქართველოს, გვინდა, კიდევ უფრო მეტად წავიდეთ წინ და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g