LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „გოგოებო, რამე თქვით, ხმა გამაგონეთ!“ – მამა ნანგრევებში მოყოლილი ქალიშვილების პოვნას ცდილობს

191
Untitled design (1)

თურქეთსა და სირიაში მომხდარი მიწისძვრის შემდეგ, ათასობით ადამიანს კვლავ ნანგრევებში ეძებენ.

მედიაში ვრცელდება არაერთი ვიდეო, სადაც ჩანს, თუ როგორ ცდილობენ მაშველები თუ ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების ახლობლები მათი სიცოცხლის გადარჩენას.

გავრცელდა კადრები, როგორ ცდილობს მამა, ხმა მიაწვდინოს ნანგრევებში ქალიშვილებს.

„გოგოებო, რამე თქვით, ხმა გამაგონეთ, ხმამაღლა!.“ – ამბობს მამა.

 

 

თურქეთსა და სირიაში მომხდარ დამანგრეველ მიწისძვრას ბოლო ცნობებით, 21 500-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

თურქეთში, ქვეყნის ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, სულ მცირე 18 342 ადამიანი დაიღუპა, რაც აღემატება თურქეთში 1999 წლის დამანგრეველი მიწისძვრის მსხვერპლის რაოდენობას. სირიაში, მიწისძვრამ, სულ მცირე, 3 377 ადამიანი იმსხვერპლა.

ვიდეო: „ჯერ ხომ უნდა გამსინჯოთ? ხელის აწევა არ შემიძლია“ – 5 წლის ჰაზალი დედასთან ერთად ნანგრევებიდან 72 საათის შემდეგ ამოიყვანეს

„ვიგრძენით, როგორ ზანზარებდა მიწა, ნანგრევები ჩვენს თავზე ცვიოდა.. ჩვენ გავიარეთ, განცდა, რომელიც არავინ არ უნდა განიცადოს“ – ამბავი სირიაში გადარჩენილ და-ძმაზე, რომელთა ფოტომაც მსოფლიო შეძრა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g