საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრების თავდამსხმელი ხატია ჭყონია, რომელიც თურქეთში ჰათაის საფეხბურთო კლუბში თამაშობს, სოციალურ ქსელში წერს, რომ საბედნიეროდ, დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ, მისი გუნდის ყველა წევრი უსაფრთხოდაა.
„გამარჯობა და მე დავბრუნდი. ძალიან ბევრი შეტყობინება ვნახე. ყველას ვერ გპასუხობთ. დიდი მადლობა ყველას მოკითხვისთვის. ღმერთს მადლობა, გადავრჩით. ყველა გუნდის წევრი კარგად ვართ. ახლა გავედი ქალაქიდან. სხვა ქალაქში მივდივართ“. – წერს ხატია ჭყონია.
ცნობისთვის, ხატია ჭყონია ქალაქ ჰათაის საფეხბურთო კლუბში გასულ წელს მიიწვიეს.
თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა 21 000-ს გადააჭარბა. ბოლო მონაცემებით, თურქეთში დაღუპულია 17 674 ადამიანი, სირიაში კი – 3 377.