LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნანგრევებში დაბადებული სირიელი ბავშვის შვილად აყვანა ათასობით ადამიანს სურს – ახალშობილს აია დაარქვეს, რაც არაბულად სასწაულს ნიშნავს

192
ფორტუნა (22)

ათასობით ადამიანს სურს შვილად აყვანა ჩვილის, რომელიც სირიაში მიწისძვრის შედეგად დანგრეული სახლის ნანგრევებში დაიბადა. ის ამჟამად საავადმყოფოშია მოთავსებული. ახალშობილს აია, დაარქვეს, რაც არაბულად სასწაულს ნიშნავს. ახალშობილის შესახებ BBC წერს. 

აიას დედა, მამა და მისი ოთხივე დედმამიშვილი მიწისძვრამ იმსხვერპლა. ჩვილი ამჯერად ჰოსპიტალშია მოთავსებული.

„ჩვილი საავადმყოფოში შემოყვანისას ცუდ მდგომარეობაში იყო, ჰქონდა კოპები, ჩალურჯებები, გაყინული იყო და ძლივს სუნთქავდა,“ – ამბობს პედიატრი ჰანი მარუფი.

მისივე თქმით, ახლა ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია.

ბავშვის გადარჩენის ამსახველი ფოტო და ვიდეომასალა ინტერნეტში ვირუსულად გავრცელდა. აია, ქალაქ აფრინში, კლინიკაში მიიყვანა  შორეულმა ნათესავმა, რომელიც იმ მომენტში მაშველებთან ერთად იმყოფებოდა.

ვიდეო: სირიაში ნანგრევებში მოყოლილმა ქალმა იმშობიარა – მაშველებმა ჩვილი გადაარჩინეს, დედა დაიღუპა

 

 

კლინიკის მენეჯერი ხალიდ ატია ამბობს, რომ ამ თხოვნით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ყოველდღიურად უამრავი ზარი შედის. ატია, რომელიც თავად არის 4 თვის ბავშვის მამა, აიას გაშვილებაზე, ჯერჯერობით, უარს ამბობს :

„არავის მივცემ ჯერ მისი შვილად აყვანის უფლებას. ვიდრე მას ახლობლები მოაკითხავენ, საკუთარი შვილივით მოვუვლი“. – თქვა მან, მანამდე კი გოგონას, საკუთარ ბიოლოგიურ შვილთან ერთად, ატიას მეუღლე კვებავს.

 

 

თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა 21 000-ს გადააჭარბა.

ბოლო მონაცემებით, თურქეთში დაღუპულია 17 674 ადამიანი, სირიაში კი – 3 377.

თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 20 000-ს გადააჭარბა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g