LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რევოლუციები არ მიყვარს, იმუნიტეტისთვის საუკეთესო არის გაკაჟება, მთავარი არის ცივი წყალი – ჩვილობის ასაკიდან ხელ-პირის ცივი წყლით დაბანა“ – ყარამან ფაღავა

199
ყარამან-ფაღავა,

როგორ უნდა გავაძლიეროთ იმუნიტეტი, რა არის მთავარი, რაც მშობელმა უნდა გააკეთოს, რომ ბავშვი ახალ სეზონს გაკაჟებული შეხვდეს – ამ თემაზე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორმა, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ყარამან ფაღავამ გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“ ისაუბრა.

„რევოლუციები არ მიყვარს. იმუნიტეტისათვის საუკეთესო არის გაკაჟება. შესაძლებელია აცრებიც გავაკეთოთ იმ იმედით, რომ მომავალში აღარ დაგვჭირდება. არის უამრავი წამალი, რომელსაც მეც ვნიშნავ იმუნიტეტის გასაძლიერებლად. მაგრამ, მთავარი არის ცივი წყალი – ჩვილობის ასაკიდან ხელ-პირის ცივი წყლით დაბანა. აბაზანა 37 გრადუსიდან სამ თვეში 32 გრადუსზე უნდა ჩამოვიდეს. აბაზანის შემდეგ ცივი წყალი გადავავლოთ, 2 წლის შემდეგ ტანის დაზელვა, კიდევ ცოტა ხნის შემდეგ ცივი შხაპი, რომელსაც სულ ათი წამი უნდა – დაგავიწყდებათ რა არის გრიპი, რა არის რესპირაციული ინფექცია. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ამბობს, რომ წელიწადში 5-6-ჯერ რესპირატორული დაავადება ნორმაა, მე კი ვამბობ რომ დიახ, ასე ხშირად ხდება, მაგრამ არ არის ეს ნორმა. საბავშვო ბაღებს აბრალებენ, რომ ბავშვი ავად ხდება. დაუკვირდით, განა ყველა ხდება ავად? ზოგიერთი სულ ავად არის, ზოგიერთი კი ქარსა და სიცივეშიც კი არ ხდება ავად – ის კარგად გაკაჟებულია. სახლში წასაღები მესიჯია – თუ თქვენს შვილებს კარგად გააკაჟებთ, თქვენი პრობლემა მხოლოდ ის იქნება, რა წრეზე ატაროთ ბავშვი, ბიჭი ფეხბურთზე თუ ცურვაზე, და გოგონა ცეკვასა თუ მხატვრულ ტანვარჯიშზე. სხვა პრობლემები თანდათანობით ნულამდე დავა. მთავარია ოპტიმისტური განწყობა. მედიცინა წინ მიდის, უამრავი გამარჯვების მომსწრე პირადად ვარ. იმედი ვიქონიოთ, რომ უფრო ჯანმრთელები ვიქნებით“ – განაცხადა ფაღავამ.

„გაუშვით ბავშვები სოფლებში, მეტია ცხოველი, ბაქტერია და გამომუშავდება იმუნიტეტი“ – ყარამან ფაღავა

„ყველაფერში ზომაა საჭირო, მაგრამ როდესაც ბავშვის მოფერებასა და სიყვარულის გამოხატვაზე ვლაპარაკობთ, აქ ზომა არ არის, რაც მეტი – მით უკეთესი“ – ყარამან ფაღავა

​მთაში უფრო წყნარები ხდებიან ბავშვები, ეს არის სტიმული ძვლის ტვინისთვის, ხდება ფილტვების გაწმენდა – ყარამან ფაღავა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g