LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მშობლებისა და ადამიანების გვერდში დგომის გარდა, ღმერთის რწმენა მაძლიერებდა – რას ჰყვება საქართველოში დაბრუნებული დათი ქოქრაშვილი

769
დათი ქოქრაშვილი

შარტავას ქუჩაზე დაშავებული დათი ქოქრაშვილი საქართველოში 13 თებერვალს დაბრუნდა.

მონატრებულ ბიჭუნას აეროპორტში მეგობრები და ახლობლები დახვდნენ.

ვიდეო: „უხარია რომ დაბრუნდა საქართველოში, ეს არის მთავარი“ – დათი ქოქრაშვილი სამშობლოში დაბრუნდა

დათი მამასთან ერთად გადაცემას „იმედის დღე“ სტუმრობდა.

როგორც თბილისში დაბრუნებული დათი ამბობს, „ცოტა დაიღალა, მაგრამ საქართველოში თავს ძალიან კარგად გრძნობს“.

დათის მამის, ირაკლი ქოქრაშვილის განცხადებით, ჯერჯერობით სარეაბილიტაციო პროცედურებთან დაკავშირებით შესვენება აიღეს.

„11 თვის განმავლობაში უამრავი ადამიანის მხარდაჭერას ვგრძნობდით და მეამაყება, რომ ქართველი ვარ. თითქოს ჩემზე მეტად სხვები უფრო ნერვიულობდნენ და განიცდიდნენ“. – ამბობს ირაკლი.

დათის თქმით, მშობლებისა და ადამიანების გვერდში დგომის გარდა, ღმერთის რწმენა აძლიერებდა.

„საქართველოში დაბრუნებისას, თბილისს რომ გადმოვხედეთ, ცრემლებიც კი მოგვერია..

პროთეზი შეიქმნა და დაიტესტა, მოძრაობს, მაგრამ ძალიან რთულია შეგუება. ვარჯიშის დროს ძალიან ბევრი პრობლემა იყო. ახლაც უნდა ვივარჯიშოთ. თუნდაც მსოფლიოს მეორე ბოლოში მქონდეს წასაყვანი, აუცილებლად წავიყვან.

დათიმ თავისი გააკეთა. შეუძლებელი შეძლო. ყველა გაკვირვებული იყო“. – იხსენებს ირაკლი ქოქრაშვილი.

მამა იხსენებს რამდენი რამის გადატანა მოუხდა დათის.

„ძირითადად, 20 ოპერაცია გაკეთდა, მაგრამ 150 დღის განმავლობაში დღეში ორჯერ ჩვეულებრივი ოპერაცია მიმდინარეობდა. მართლა ბრძოლის ველს ჰგავდა რეანიმაციის პალატა“. – ამბობს დათის მამა და იხსენებს იმ დღეს, როდესაც დადასტურებულად გაიგო, რომ დათი გადარჩებოდა.

„ისრაელში კლინიკაში ყოფნისას, როდესაც ინფექცია აღარ პროგრესირებდა, მაშინ მივხვდით, რომ გავიმარჯვეთ. ოღონდ ამ ყველაფერს ძალიან დიდი რისკი და ბევრი ტკივილი უძღოდა წინ. ყველა პროცედურის წინ უბრალოდ ვრისკავდით, რადგან მეტი გამოსავალი არ გვქონდა.

იმედი არც ერთს არ დაგვიკარგავს“. – ამბობს ირაკლი ქოქრაშვილი.

დათი მომავალ გეგმებზეც ისაუბრა.

„მომავალში რა იქნება, არ ვიცი, ეს დედამ და მამამ უნდა გადაწყვიტონ. მე მინდა, რომ ამერიკაში წავიდე საცხოვრებლად“. – ამბობს დათი.

ირაკლის თქმით, „ახლა მთავარია რეაბილიტაცია და ფორმის შენარჩუნება“.

„სამ თვეში ერთხელ უნდა შეიცვალოს პროთეზის მოცულობა. ტესტრეჟიმში მუშაობს ყველაფერი. ყველამ უარი გვითხრა პროთეზზე. მხოლოდ გერმანიაში გამოჩნდა ერთი ადამიანი, რომელმაც გვითხრა, რომ გააკეთებდა, მაგრამ ზუსტ პასუხს ვერ გეტყვითო. რამდენიმე თვის მერე დათიმ რომ გაიარა, მიხვდა, რომ შეუძლებელი არაფერია. უბრალოდ პროთეზი წლების განმავლობაში უნდა დაიხვეწოს“. – განმარტა ირაკლი ქოქრაშვილმა.

დათი ძმებზე საუბრისას ამბობს:

„ერთი 18 წლისაა, მეორე 11-ის. მე მესამე ძმა ვარ. რომ ჩამოვედი სულ ჩემს გვერდით არიან“.

დათი სკოლაში წასვლას გეგმავს.

„სკოლაში აუცილებლად უნდა წავიყვანოთ. ეს პერიოდი ერთვებოდა ხოლმე ონლაინ. საოცარი სკოლა და კლასი ჰყავს დათის“. – იხსენებს ირაკლი.

 

„ყველაზე მაგარი ბიჭის დღეა, მინდა ჯანმრთელი და ბედნიერი გვყავდე“ – დათი ქოქრაშვილი იუბილარია

ვიდეო: “დათიკომ იცის, რომ მას საქართველოში უამრავი ადამიანი ელოდება, ხშირად ამბობდა – მინდა ჩემი რკინის ფეხით ჩასვლა თბილისში, ვიცი, რომ ბევრი მელოდებაო” – დათი ქოქრაშვილის დედა

“მთელი ცხოვრება თქვენი მადლიერი ვიქნები…ცხრა საათი სასწაულები აკეთეს რომ ბავშვი არ დაეკარგათ” – რა პოსტს აქვეყნებს დათი ქოქრაშვილის დედა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები