LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთის დუმაში საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხს მხარს უჭერენ

172
Дмитрий Новиков

რუსეთის სათათბიროში საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გამარტივებას და პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენას მხარს უჭერენ. ამის შესახებ განცხადება საგარეო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ დმიტრი ნოვიკოვმა გააკეთა და რუსულ მედიასთან ისაუბრა. 

ნოვიკოვის განცხადებით, რთული პერიოდის მიუხედავად, რომელიც რუსეთ-საქართველომ გაიარა, უკეთესი იქნება, რუსეთმა სხვადასხვა ქვეყნებთან მაღალი კომუნიკაცია შეინარჩუნოს.

მისი თქმით, „კავკასიის ქვეყანაში ბევრი მოქალაქე ცხოვრობს, რომლებიც რუსეთის ფედერაციას ძალიან თანაუგრძნობენ და მხარს უჭერენ ხალხებს შორის მეგობრულ ურთიერთობას.“

დუმის დეპუტატმა არ გამორიცხა, რომ სავიზო რეჟიმი უახლოეს მომავალში გამარტივდეს.

ამავე თემაზე:

საქართველომ რუსეთს ავიამიმოსვლის აღდგენა თავად შესთავაზა – ვლადიმირ ჯაბაროვი

სამხარაძე ჯაბაროვის განცხადებაზე: რუსები საერთოდ იტყუებიან

„მოხარული ვარ, რომ ჩვენს ხალხს შორის კონტაქტი აქტიურად ვითარდება – ის, რომ პატარა ქვეყანას და მის ხელმძღვანელობას ჰყოფნის ვაჟკაცობა, არ შეუერთდეს სანქციებს, პატივისცემას იწვევს“ – ლავროვი

კობახიძე რუსეთთან ავიამიმოსვლაზე: „რუსეთის ფედერაციაში 800 ათასი ქართველი ცხოვრობს.. თუ ამ სანქციას მოხსნიან, ეს არის მათი გადაწყვეტილება – ჩვენ მივესალმებით“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g