LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვაიძულებთ, რომ საფასური გადაიხადოს“ – ევროკომისიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-10 პაკეტი წარადგინა

134
ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-10 პაკეტი წარადგინა. ლაიენის თქმით, „რუსეთს საფასურის გადახდას აიძულებენ“.

„თითქმის ერთი წელია რუსეთის აგრესიული ომი სიკვდილსა და ნგრევას თესავს. რუსეთს ვაიძულებთ, რომ საფასური გადაიხადოს“, – დაწერა ფონ დერ ლაიენმა ტვიტერზე.

სანქციები შემდეგი სახის შეზღუდვებს მოიცავს: საქონლის სიის გაფართოება, რომლის გაყიდვაც რუსეთში აკრძალულია; ორმაგი დანიშნულების ტექნიკური კომპონენტების ექსპორტის აკრძალვა; პუტინის პროპაგანდისტებისა და სამხედრო პირების სიის გაფართოება.

magti 5g