LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სებ-ის კანონში ცვლილების შეტანის მიზნით გადადგმული ბოლოდროინდელი ნაბიჯები თავდაუზოგავი შრომით მოპოვებული სანდოობის დაკარგვის რისკს ქმნის – IMF

129
imf-cover

“საქართველოს ეროვნული ბანკის კანონში ცვლილების შეტანის მიზნით გადადგმული ბოლოდროინდელი ნაბიჯები, რომელიც ცვლის საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) მართვის სტრუქტურას, თავდაუზოგავი შრომით მოპოვებული სანდოობის დაკარგვის რისკს ქმნის”, – ასე შეაფასა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ ეროვნული ბანკის კანონში დაჩქარებული წესით შეტანილი ცვლილებები, რომელიც სებ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტს ამკვიდრებს.

IMF-ის დელეგაცია საქართველოში 13-17 თებერვლის მონაკვეთში იმყოფებოდა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის მიზანი ქვეყნის ეკონომიკაში და საფინანსო სექტორში მიმდინარე პროცესების და რეფორმების პროგრესის შეფასება იყო.

სსფ-ს მისიის ხელმძღვანელის ჯეიმს ჯონის შეფასებით, საქართველოს ეკონომიკა 2022 წელს მაღალი, 10%-იანი ტემპით გაიზარდა, უკრაინაში რუსეთის ომისგან მომდინარე უარყოფითი გავლენის შეზღუდული ეფექტის, ტურიზმის სწრაფი აღდგენის, ომთან დაკავშირებული მიგრანტების და ფინანსური ნაკადების შემოდინების და ტრანზიტული ვაჭრობის ზრდის გათვალისწინებით. ამ გარემოებათა ერთობლიობამ ხელი შეუწყო საბიუჯეტო შემოსავლების ზრდას, შეამცირა მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი, შესაძლებელი გახადა სავალუტო რეზერვების დაგროვება და ლარის გამყარება.

ეროვნულ ბანკს მთავრობის მიერ მომზადებულ კანონპროექტთან დაკავშირებით შენიშვნები აქვს 

ეროვნულ ბანკს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა მიზანშეწონილად არ მიაჩნია და ცვლილებების დეტალური ანალიზისა და კონსულტაციების გამართვის საჭიროებას ხედავს.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ანგარიშის მიხედვით, ინფლაციის საერთო მაჩვენებელი 2022 წლის მეორე ნახევრიდან შენელდა, რასაც სასაქონლო ფასების კლებამ, ლარის გამყარებამ და კრედიტის ზრდის ტემპის შენელებამ შეუწყო ხელი.

“ეს, თავის მხრივ, უკავშირდება წინა პერიოდებში პოლიტიკის განაკვეთის ზრდას, მაკროპრუდენციულ ღონისძიებებს და გლობალური ფინანსური პირობების გამკაცრებას. მაშინ, როდესაც ინფლაცია სებ-ის მიზნობრივ მაჩვენებელზე ბევრად მაღალ დონეზე ნარჩუნდება, ძირითადი ინფლაცია და ინფლაციის მოლოდინები იანვარში ძლიერი შიდა მოთხოვნისა და საცხოვრებლის ქირის ზრდის გამო გაიზარდა, რაც, დიდწილად, მიგრანტების შემოდინებამ გამოიწვია”, – განაცხადა ჯეიმს ჯონმა.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელის თქმით, მისია 2023 წელს ზრდის ტემპის შემცირების მოლოდინების გათვალისწინებით, 4%-იან ეკონომიკურ ზრდას ელის. როგორც მან აღნიშნა, 2023 წელს, ფისკალური წესის შესაბამისად, ბიუჯეტის დეფიციტი მშპ-ს 2.8 პროცენტამდე შემცირდება.

"ხელფასების ზრდა ყოველთვის წაახალისებს ინფლაციას, მაგრამ მეორე მხრივ, ინფლაცია რომ არის, იმიტომ იზრდება ხელფასები" - სოსო ბერიკაშვილი

"მაღალანაზღაურებადი ადამიანების ხელფასები იზრდება უფრო სწრაფად და ისინი ცოტა არიან, დაბალანაზღაურებადი ადამიანები არიან მეტი".

„შემოსავლების მობილიზაციისა და სახელმწიფო ინვესტიციების მართვის დახვეწაზე მიმართული უწყვეტი ძალისხმევა, ასევე შემოსავლების საშუალოვადიანი სტრატეგიის შემუშავება ქმნის სივრცეს პრიორიტეტული ხარჯებისთვის, ინფრასტრუქტურული ინვესტიციებისთვის. გასულ წელს შემუშავებული სახელმწიფო საწარმოების მმართველობის რეფორმისა და განახლებადი ენერგიის განვითარების სტრატეგიების წარმატებით განხორციელება შესაბამის სექტორებში პროდუქტიულობას გაზრდის და ფისკალურ რისკებს შეზღუდავს. ინფლაციის შემცირების ნელი პროცესის გაგრძელება წელს და ეროვნული ბანკის სამიზნე სამპროცენტიანი მაჩვენებლის მიღწევა 2024 წლის შუა პერიოდში მკაცრ მონეტარულ პოლიტიკას და სებ-ის დამოუკიდებლობას საჭიროებს. ამ კონტექსტში, მისია მიესალმება ეროვნული ბანკის ერთგულებას მოქნილი გაცვლითი კურსის, სარეზერვო ბუფერების დაგროვების და ძლიერი და მედეგი ფინანსური სექტორის მიმართ. ეროვნულმა ბანკმა ინფლაციის დინამიკის გულდასმით შეფასება უნდა გააგრძელოს და საპროცენტო განაკვეთების შემდგომი გაზრდისთვის იყოს მზად, თუ ინფლაციის გაძლიერების ნიშნები გახანგრძლივდება“, – განაცხადა მისიის ხელმძღვანელმა.

mazda magti 5g