LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხომ ვთქვი 1 კვირის წინ, ჩავა – თქო.. არასოდეს დამავიწყდება „კოპალას“ აივანზე რომ ვსადილობდით, თავზე რუსი ბომბდამშენი დაფრინავდა და წარბი არ შეუხრია – სააკაშვილი ბაიდენის კიევში ვიზიტზე

173
ფორტუნა (34)

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამერიკის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის კიევში ვიზიტს სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს.

„რუსები ბირთვულ მანევრებს აწყობენ, რათა ბაიდენი არ ჩავიდეს კიევში, მაგრამ მე მას ძალიან კარგად ვიცნობ და ხომ ვთქვი 1 კვირის წინ, ჩავა – თქო. არასოდეს დამავიწყდება “კოპალას” აივანზე რომ ვსადილობდით, თავზე რუსი ბომბდამშენი დაფრინავდა და წარბი არ შეუხრია“. – წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, დღეს ჯო ბაიდენი კიევში მოულოდნელად ჩავიდა.

უკრაინიდან გამგზავრებამდე ბაიდენმა პრეზიდენტის რეზიდენციაში, მარიინსკის სასახლეში სტუმრების წიგნში ჩანაწერი გააკეთა.

„ბატონო პრეზიდენტო, ჩემთვის დიდი პატივია, კვლავ ვწვეოდი კიევს უკრაინის თავისუფლებისმოყვარე ხალხის მიმართ სოლიდარობისა და მეგობრობის ნიშნად. გთხოვთ, მიიღოთ ჩემი ღრმა პატივისცემა თქვენი გამბედაობისა და ლიდერობის მიმართ. სლავა უკრაინა!“- წერს ბაიდენი.

აშშ-ის ლიდერმა უკრაინის დედაქალაქში ხუთ საათზე მეტი გაატარა, ის მარიინსკის სასახლეში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა, დაღუპულ უკრაინელ ჯარისკაცებს პატივი მიაგო და აშშ-ის საელჩოს თანამშრომლებს შეხვდა. ბაიდენმა, ვიზიტის დროს, უკრაინისთვის დახმარების ახალი, 500 მილიონი აშშ დოლარის დახმარების პაკეტი და რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააანონსა.

„ერთი წლის შემდეგ კიევი დგას, უკრაინა დგას, დემოკრატია დგას“ – მოულოდნელი ვიზიტი და დახმარების ახალი პაკეტი უკრაინას: ბაიდენის მთავარი გზავნილები

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g