LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბავშვი, რომელიც სირიაში ნანგრევების ქვეშ გაჩნდა, დეიდამ და ბიძამ იშვილეს

253
ფორტუნა (36)

ბავშვი, რომელიც სირიაში, ნანგრევების ქვეშ დაიბადა დეიდამ და ბიძამ იშვილეს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. 

პატარა საავადმყოფოდან მას შემდეგ გაწერეს, რაც დნმ-ის ტესტმა დაადასტურა, რომ დეიდა მისი სისხლით ნათესავი იყო.

„ის ახლა ჩემი ერთ-ერთი შვილია, ეს გოგონა ჩვენთვის ძალიან ბევრს ნიშნავს, რადგან ამ ბავშვის გარდა მისი ოჯახიდან არავინ დარჩენილა,“ – განაცხადა გოგონას ბიძამ.

დეიდამ და ბიძამ პატარას დედის სახელი დაარქვეს. მანამდე კი ოფიციალურმა პირებმა მის სახელად „აია“ შეარჩიეს, რაც არაბულად სასწაულს ნიშნავს.

ჩვილს მიწისძვრის დროს, დედა, მამა, 4 და-ძმა და დეიდა დაეღუპა. მისი შვილად აყვანის სურვილს ათასობით ადამიანი გამოთქვამდა მსოფლიოს მასშტაბით.

ვიდეო: სირიაში ნანგრევებში მოყოლილმა ქალმა იმშობიარა – მაშველებმა ჩვილი გადაარჩინეს, დედა დაიღუპა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g