LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რუსეთის სისასტიკეს და აგრესიას საზღვარი არ აქვს“ – რუსმა სამხედროებმა ხერსონი დაბომბეს, არის მსხვერპლი

137
Untitled design (1)

რუსმა სამხედროებმა ხერსონი დაბომბეს.

ხერსონის საკრებულოს ინფორმაციით, რუსებმა სარაკეტო იერიში რამდენიმე მიმართულებით განახორციელეს – მათ შორის დაიბომბა საცხოვრებელი კორპუსები და ავტოპარკი.

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, თავდასხმის შედეგად დაიღუპა 6 და დაშავდა 12 ადამიანი.

მორიგ თავდასხმას სოციალურ ქსელში ეხმიანება უკრაინის პრეზიდენტი და წერს, რომ მსოფლიომ ვერ უნდა დაივიწყოს, რომ რუსეთის სისასტიკეს და აგრესიას საზღვარი არ აქვს.

„რუსული არმია მასობრივად ბომბავს ხერსონს, უმოწყალოდ კლავს მშვიდობიან მოსახლეობას. ავტოსადგომზე, საცხოვრებელ ადგილებში, კორპუსებსა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებაზე. ამ ტერაქტების შედეგად, სამწუხაროდ, არის მსხვერპლი. ვუსამძიმრებ ყველას, ვინც ახლობლები დაკარგა.

მსოფლიო ვერ დაივიწყებს, რომ რუსეთის სისასტიკეს და აგრესიას საზღვარი არ აქვს. ტერორისტული სახელმწიფო იქნება პასუხისმგებელი მის მიერ ჩადენილ ყველა არაადამიანურ დანაშაულზე“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g