მკაცრად ვგმობ მინსკში ალექსანდრ ლუკაშენკოს „ოფიციალურ შეხვედრას“ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტთან, – აღნიშნულის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი განცხადებას აქვეყნებს.
როგორც ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერის“ გვერდზე წერს, ეს არის საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის კიდევ ერთი აშკარა დარღვევა.
„მკაცრად ვგმობ მინსკში ალექსანდრ ლუკაშენკოს „ოფიციალურ შეხვედრას“ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტთან. ლუკაშენკოს სოხუმში ვიზიტის შემდეგ, რომელიც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის უგულებელყოფა იყო, ეს არის საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის კიდევ ერთი აშკარა დარღვევა“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.
მოსკოვის შემდეგ ასლან ბჟანია ბელარუსში ჩავიდა
I strongly condemn Aleksandr Lukashenko’s “official meeting” in Minsk with the so-called “President” of occupied Abkhazia
— Salome Zourabichvili (@Zourabichvili_S) February 21, 2023