ავრილ ლავინმა დერეკ რაიანთან ქორწილი ჩაშალა. ამის შესახებ დასავლური მედია აქტიურად წერს. მეტიც, ინსაიდერების ცნობით, 38 წლის „პანკ-პრინცესა“ საქმროს დაშორდა. წყვილის დაშორების მიზეზი ჯერჯერობით ცნობილი არ არის, თუმცა, მათთან დაახლოებული პირის განცხადებით ღალატი გამორიცხულია.
შეგახსენებთ, ავრილს მუსიკოსმა Mod Sun-მა ხელი, გასულ წელს სთხოვა. მანამდე ავრილი ორჯერ იყო დაქორწინებული, 2006- 2010 წლებში ჯგუფ, Sum 41-ის ვოკალისტ, დერეკ უიბლიზე, 2013 -2015 წლებში კი Nickelback-ის სოლისტ, ჩედ კრიუგერზე. 37 წლის არტისტს შვილი არ ჰყავს.