პანკ-როკის პრინცესა, ავრილ ლავინი მესამედ თხოვდება, მისი რჩეული მუსიკოსი, Mod Sun-ია. მან საყვარელ ქალს ხელი ეიფელის კოშკზე სთხოვა, ავრილმაც უპასუხა „დიახ“ და შედეგად საოცრად ემოციური ფოტოებიც გამოვიდა, რომლებიც Mod Sun-მა „ინსტაგრამზე“ გაავრცელა. ავრილი უზარმაზარი ბრილიანტის ნიშნობის ბეჭდით პოზირებს.
ცნობისთვის, წყვილი უკვე ორი წელია ერთმანეთს ხდება. მანამდე ავრილი ორჯერ იყო დაქორწინებული, 2006- 2010 წლებში ჯგუფ, Sum 41-ის ვოკალისტ, დერეკ უიბლიზე, 2013 -2015 წლებში კი Nickelback-ის სოლისტ, ჩედ კრიუგერზე. 37 წლის არტისტს შვილი არ ჰყავს.
მარადიული თინეიჯერი – ავრილ ლავინი ახალ სიმღერას Bite Me ავრცელებს