ბრაზილიის შტატ სან პაულოში, ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეული მეწყერის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 54-მდე გაიზარდა.
”მაშველები ჭაობებში ათეულობით დაკარგული ადამიანის ძებნას აგრძელებენ“, – ნათქვამია განცხადებაში.
სან პაულოს შტატის მთავრობამ განაცხადა, რომ სამაშველო ჯგუფმა დაღუპულთა შორის 13 არასრულწლოვნის იდენტიფიცირება შეძლო.
გასულ შაბათ-კვირას სან-პაულოს რიგ მუნიციპალიტეტებში 24 საათზე ნაკლებ დროში, ნალექის რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა – მეტი, ვიდრე პროგნოზირებული იყო მთელი თებერვლისთვის.
წვიმების შედეგად მეწყერი ჩამოწვა სერა-დო მარის ქედის სანაპიროზე, სადაც ძირითადი ტურისტული კურორტები მდებარეობს.