LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რა მაგარია, რომ დაიბადე.. ეს ძვირფასი ტელევიზია გააკეთე.. ასი იმდენი გვაქვს კიდევ გადასატანი, რაც აქამდე გადაგვიტანია“ – ინგა გრიგოლია ვატო წერეთელს იუბილეს ულოცავს

295
მუმლაძე და დათო სააკაშვილი

ტვ „პირველის“ დამფუძნებელი ვატო წერეთელი იუბილარია. ტელეწამყვანი ინგა გრიგოლია ვატო წერეთელს სოციალური ქსელის მეშვეობით ტელეკომპანიის საიუბილეო თარიღსაც ულოცავს და წარმატებებს უსურვებს.

„კარგი მეგობრის და არაჩვეულებრივი ბიჭის იუბილე დამდგარა❤️

Vato Tsereteli რა მაგარია, რომ დაიბადე და მეგობრები რომ ვართ.

ბევრ გამოწვევას შევჭიდებივართ ერთად და ბევრსაც კიდევ შევეჭიდებით❤️❤️✌️✌️

ძალიან მაგრად უნდა იყო!! კარგი იქნებოდა, რომ ბევრი ყოფილიყავი, მაგრამ ერთი ხარ და სულ ლხინი და ულევი სიხარული გქონდეს!!!

შენ გაგიმარჯოს! დაბადების დღეს გილოცავ, ვატო და აქვე გილოცავ ჩვენი ტელევიზიის იუბილესაც❤️✌️✌️

დიდი წარმატებები შენს დაარსებულ ტელეკომპანიას, ასი იმდენი გვაქვს კიდევ გადასატანი, რაც აქამდე გადაგვიტანია❤️

ესეც რა მაგარია, რომ ეს ძვირფასი ტელევიზია გააკეთე, ნულიდან იქამდე, სადამდეც მოვედით✌️.

პრობლემებს მივხედავთ, მთავარია, კარგად ვიყოთ

❤️✌️✌️მიყვარხარ.“- წერს ინგა გრიგოლია.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g