„გულწრფელად გული მწყდება, რომ წაუკითხავად ვაპროტესტებთ იმას, რაც ჩვენსავე ინტერესს დაიცავს“, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი წევრი დიმიტრი ხუნდაძე სოციალურ ქსელში და ე.წ. „უცხოური გავლენების გამჭვირვალობის“ კანონპროექტთან დაკავშირებით წერს.
ვინ არ დაუჭირა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მხარი – სია
როგორც ხუნდაძე აღნიშნავს, „კანონპროექტს არავითარი საერთო არა აქვს რუსულთან და ჰგავს ამერიკულს, რომელზედაც ბევრად ლიბერალურია“.
„საქართველო უპირველეს ყოვლისა“ – მსურს, კიდევ ერთხელ, როგორც მრავალჯერ, განვაცხადო, რომ საქართველოს მომავალი ჭეშმარიტ ევროპულ ღირებულებებშია და ამაში ყველა გამომსვლელს ქუჩაში, მომხრეს თუ არამომხრეს ვეთანხმები, მაგრამ გულწრფელად გული მწყდება, რომ წაუკითხავად ვაპროტესტებთ იმას, რაც ჩვენსავე ინტერესს დაიცავს.
საქმე ეხება კანონპროექტს, რომელიც მიზნად ისახავს მხოლოდ საზოგადოების ინფორმირებულობას და არაფერს სხვას, რომელსაც არავითარი საერთო არა აქვს რუსულთან და ჰგავს ამერიკულს, რომელზეც ბევრად ლიბერალურია. არც ერთ ფიზიკურ პირს არ ეხება და არავის ზღუდავს. ეს ვერსია ანგარიშვალდებულს ხდის მხოლოდ იმ არასამეწარმეო ორგანიზაციებს, ვინც ქვეყნის გარედან ფინანსდება, რომელი ქვეყანაც არ უნდა იყოს ეს.
ის რომ დასავლური სტანდარტი გვსურს, სწორედ ამისთვის გამოვიყენეთ საფუძვლად ამერიკული კანონმდებლობა და ამიტომაც ვაგზავნით ვენეციაში მისი სამართლებრივი შეფასებისთვის. კანონის განხილვა მხოლოდ ამ დასკვნის შემდეგ გაგრძელდება და ეს ვთქვით თავიდანვე.
რა არის ამაში გაუგებარი ან არადასავლური?
მათ კი, ვისაც ქვეყნის რყევა სურს ან პირადი ვიწროპარტიული ინტერესი ადარდებს, ან ანგარიშვალდებულება არ უნდათ საზოგადოების წინაშე, თავს ნუ გამოაყენებინებთ. მერწმუნეთ, ჩვენი ქვეყნის ბედი ჩვენზე მეტად არავის აწუხებს. ყველა ქვეყანა საკუთარი ინტერესებიდან გამოდის, დიდიც და პატარაც და ჩვენც, ჩვენი სამშობლოს სტაბილურობა და მისი კეთილდღეობა ყველაფერს უნდა გვერჩივნოს. “საქართველო უპირველეს ყოვლისა“, – წერს დიმიტრი ხუნდაძე სოციალურ ქსელში.
ცნობისათვის, გუშინ პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიასაშუალებების ნაწილს „უცხოური გავლენის აგენტებად“ აცხადებს, პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.
კანონპროექტის სასარგებლოდ ხმა 76 დეპუტატმა მისცა, წინააღმდეგ კი 13 წავიდა.
„ქართველი ხალხის ხმას ცრემლსადენი გაზითა და სხვა საშუალებებით ახშობენ” – ნედ პრაისი
პოლიცია აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლს იყენებს
ვინ არ დაუჭირა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მხარი – სია
აქციაზე წყლის ჭავლის მანქანა გამოჩნდა
პარლამენტთან აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირებაა
პარლამენტთან ცრემლსადენი გაზი გაუშვეს