LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხუნდაძე: Gen Z-ის თაობას პატივისცემას ვუდასტურებ

185
მუმლაძე და დათო სააკაშვილი (3)

„მე მათ [Gen Z-ის] ვუდასტურებ პატივისცემას. ეს არის თაობა, ვისზეც ყველაზე მეტად ღირს ზრუნვა. ეს არის თაობა, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება ქვეყნის სუვერენიტეტი და ის, რომ ყველაზე მეტად უყვარდეს საკუთარი ქვეყანა, ჯერ საკუთარი ქვეყანა და მერე ყველა დანარჩენი,“- ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, უმრავლესობის დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

აღნიშნულის შესახებ ხუნდაძემ „იმედის“ ეთერში ისაუბრა.

„ევროპა რატომ არის ჩემთვის მიმზიდველი, იმიტომ, რომ იქ მეგულება ჭეშმარიტი ევროპული ღირებულებები, რომელიც დღეს თითქოს ცოტა არ ჰგავს იმას, რაზეც აქამდე ვსაუბრობდი. იმედი მაქვს ეს ყველაფერი დალაგდება. ომიც დასრულდება. ომს როგორც ჩანს, ცუდი გავლენა აქვს დემოკრატიაზე, რადგან წესები იქ იცვლება. ბუნებაში უკვალოდ არაფერი იკარგება და ეს კვალი დაეტყო ევროპასაც და მის ღირებულებებსაც,“ – აღნიშნა ხუნდაძემ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g