„სამართლიანი საქართველოს” ლიდერი ეკა ბესელია „ნაპოლის“ თავდამსხმელს ხვიჩა კვარაცხელიას სოციალურ ქსელში მადლობას უხდის საჩუქრისთვის.
ფოტო: როგორ ეხმაურება ხვიჩა კვარაცხელია მერაბ დვალიშვილის გამარჯვებას
როგორც ეკა ბესელიას ფეისბუკ სტატუსიდან ხდება ცნობილი, ხვიჩამ მის შვილს, რატის, მაისური აჩუქა მისივე ხელმოწერით.
„მადლობა ჩვენს უნიჭიერესს და უკარგესს ხვიჩას ამ საჩუქრისთვის ![]()
რატიმ აისრულა ერთი ნატვრა ![]()
ძალიან გამახარა საჩუქარმა – უნიჭიერესი ხვიჩა კვარაცხელიასგან მაისური მისივე ხელმოწერით?⚽️მეც და ჩემი შვილი რატი, რომელიც ყოფილი ფეხბურთელია, მისი დიდი გულშემატკივრები ვართ??წარმატებები ამ საოცარ , ნიჭიერ, კაშკაშა ევროპელ ფეხბურთელს და უკარგეს პიროვნებას ? და მადლობა მას“. – წერს ეკა ბესელია სოციალურ ქსელში და ხვიჩას ნაჩუქარი მაისურის ფოტოს აქვეყნებს.

