ქართველი მსოფლიო ჩემპიონი ლაშა ტალახაძე გადაცემაში “მხოლოდ ლელასთან” ტრადიციებზე საუბრობს, რომელსაც ყოველ შეჯიბრამდე ასრულებს.
როგორც ლაშა საუბრობს, აქვს მაისური წმინდა გიორგის პრინტით, რომელიც 8 წელია ყველა შეჯიბრებაზე აცვია.
„უფლის მწამს და მის თანადგომას მუდმივად ვგრძნობ. შინაგანი რწმენა მაქვს და ყველა შეჯიბრების წინ ვლოცულობ. ზამთარში და ზაფხულში ყოველთვის ორი მაისურით მივდივარ. შიგნიდან მუდამ წმინდა გიორგის პრინტით მაისური მაცვია. ამ მაისურს დედაჩემის გარდა, სხვა ვერავინ კიდებს ხელს. როდესაც ჩამოვდივარ ვაძლევ და ასუფთავებს. 8 წელია ამ მაისურით დავდივარ. ასევე მაქვს წინდები საქართველოს დროშით. თითქმის ყველა შეჯიბრებაზე მაცვია ხოლმე”, – ამბობს ლაშა ტალახაძე.
ლაშა ტალახაძე მესამე შვილის მამა გახდა: „კიდევ ერთი დიდი ტალახაძე მოევლინა ქვეყანას“
რა დაარქვეს მესამე ქალიშვილს ლაშა ტალახაძემ და ანუკა დემურიამ
