პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ ევროკავშირის დროშის დაწვა დააორგანიზა.
როგორც გახარია აცხადებს ამით ფაქტით მმართველმა გუნდმა ევროკავშირის დელეგაციას შეტყობინება გაუგზავნა.
„პრო-დასავლური პროტესტის კვალდაკვალ „ოცნებამ“ ევროკავშირის დროშის დაწვა დააორგანიზა, რითაც გაუგზავნა „მესიჯი“ საქართველოში მყოფ ევროკავშირის დელეგაციას. ახალგაზრდებმა უპასუხეს! ვერავინ წაართმევს საქართველოს ევროპულ მომავალს! ევროკავშირმა უნდა მოისმინოს საქართველოს მოქალაქეების ხმა!“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.
ცნობისთვის, „ალტ – ინფოს“ წარმომადგენლებმა ჯერ მსვლელობა გამართეს, შემდეგ კი საკანონმდებლო ორგანოს წინ აღმართული ევროკავშირის დროშა ჩამოგლიჯეს და დაწვეს.
შსს: „მოხდება სამართალდამრღვევი პირების იდენტიფიცირება და დაჯარიმება“
ამავე თემაზე: