LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საქართველოს ევროკავშირის გზაზე არაერთი პრობლემაა, ერთ-ერთის სახელი ბიძინა ივანიშვილია” – კუბილიუსი

148
1574896976-ანდრიუს-კუბილიუსი

საქართველოს ევროკავშირის გზაზე არაერთი პრობლემაა, ერთ-ერთის სახელი ბიძინა ივანიშვილია, – აღნიშნულის შესახებ ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა ევროპარლამენტში, საქართველოს საკითხზე გამართული დებატების დროს განაცხადა.

მისივე თქმით, ქართველ ხალხს უნდა ჰქონდეს საშუალება, დაიცვას საკუთარი ევროპული მისწრაფება.

„ჩვენ ვიცით, რა ძლიერია საქართველოს სურვილი, იქცეს ევროკავშირის წევრად, თუმცა დღეს არსებობს არაერთი პრობლემა ამ გზაზე და ერთ-ერთი ამ პრობლემის სახელი არის ბიძინა ივანიშვილი. თუმცა ვხედავთ, რომ უფრო და უფრო მეტი პრობლემა იქმნება მთავრობის მხრიდან ამ გზაზე, სწორედ ამიტომ არიან ჯერ კიდევ პატიმრობაში მიხეილ სააკაშვილი, ნიკა გვარამია, სწორედ ამიტომ ცდილობდა მთავრობა მიეღო კანონი უცხოელი აგენტების შესახებ, ეს არის ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი. აუცილებელია, პოლიტიკური ცხოვრების დეპოლარიზება.

ქართველ ხალხს უნდა ჰქონდეს საშუალება, დაიცვას საკუთარი ევროპული მისწრაფება, ეს არ არის ნამდვილად მთავრობის მხრიდან წამოსული უკანასკნელი პროვოკაცია. ღარიბაშვილმა გუშინ გააკეთა მნიშვნელოვანი განცხადება, განცხადება შემდეგნაირია: “ევროკავშირმა უმჯობესია მიხედოს საკუთარ თავს და ევროკავშირი ცდილობს, საქართველო ჩაითრიოს ომში”, რაც არის პროპაგანდა, ეს არის არასწორი პროპაგანდა და მიუხედავად ამგვარი პროპაგანდისა, ჩვენ უნდა განვაგრძოთ ქართველი ხალხის გვერდით დგომა”, – აცხადებს “ფორმულას” თარგმანის მიხედვით, კუბილიუსი.

„სააკაშვილის სიცოცხლის გარეშე EU-ში წევრობაზე პროგრესი შეუძლებელი იქნება” – სერგეი ლაგოდინსკი

„ქედს ვიხრი ქართველების სიმამაცის წინაშე, რომლებიც წინ აღუდგნენ რუსულ კანონს” – ანა ფოტიგა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g