LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ევროვიზია 2023-ზე საქართველოს წარმომადგენლის, ირუ ხეჩანოვის სიმღერისა და ვიდეორგოლის პრემიერა შედგა

671
ირუ-ხეჩანოვი

ევროვიზიის ოფიციალურ იუთუბარხზე საქართველოს წარმომადგენლის, ირუ ხეჩანოვის საკონკურსო სიმღერისა და ვიდეორგოლის პრემიერა შედგა.

შეგახსენებთ, საკონკურსო სიმღერის – Echo-ს ავტორი გიგა კუხიანიძეა. ტექსტი კი თავად ირუს და ბენი ქადაგიძეს ეკუთვნით. სიმღერის ვიდეორგოლი ზაზა ორაშვილმა გადაიღო. ქორეოგრაფიაზე – გიორგი ტორიაშვილმა, მხატვრობაზე – შაკო პოპიაშვილმა, ხოლო კოსტიუმებზე მარიკა ქურდუბაძემ იმუშავეს.

ირუ ხეჩანოვმა ევროვიზიის საგზური მუსიკალურ კონკურს Voice-ში გამარჯვებით მოიპოვა. მომღერალი ჯგუფ “ქენდის” ყოფილი წევრია, რომელმაც 2011 წელს საბავშვო ევროვიზიაზე საქართველოს გამარჯვება მოუტანა.

რიგით 67-ე ევროვიზიის სიმღერის კონკურსს 9, 11 და 13 მაისს დიდი ბრიტანეთის ქალაქი ლივერპული უმასპინძლებს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g