LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

6 ტიპის ტანსაცმელი, რომელიც აუცილებლად უნდა ჰქონდეს ყველა მამაკაცს

1446

მიუხედავად იმისა, რომ როგორც წესი, მამაკაცები არ გამოირჩევიან შოპინგის დიდი სიყვარულით, მათ ცხოვრებაში სამოსს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ჩაცმის სტილი პირდაპირ ხაზს უსვამს პროფესიასა და ცხოვრების სტილს. ასე რომ, მამაკაცებო დროა დაიწყოთ თქვენი გარდერობის მოწესრიგება.

პირველი, რაც აუცილებლად უნდა იყოს მამაკაცის გარდერობში სამხედრო სტილის ქურთუკია. ”Hugo Boss”, რომელიც მამაკაცების ერთ-ერთი საყვარელი ბრენდია, თავის მომხმარებელს 2016 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციაში სწორედ ასეთი სტილის  ქურთუკებს თავაზობს.

1. jpg

ზამში სულაც არ ჩარჩენილა ადრეულ წლებში. დიზაინერებმა ის ისევ აქტუალურად აქციეს. კიდევ ერთი, რაც აუცილებელია მამაკაცის გარდერობში, სწორედ ზამშის ქურთუკია. ის შედარებით თბილ ამინდშიც ძალიან კომფორტულია.

2. jpg

მოკლესახელოიანი პერანგი, რომლის მოხდენა ცოტათი რთულია, გამოირჩევა გემოვნების მაღალი დონით. ამიტომ არ დაგავიწყდეთ, პერანგი ძალიან მჭიდროდ არ უნდა იდგეს ტანზე. მას არც ოქროსფერი ჯაჭვები უხდება და არც გრძელი თმები.

3. jpg

რაც შეეხება შარვალს. კლასიკური ტიპის შარვალი იდეალურია გამხდარი და ტანმაღალი მამაკაცებისთვის. ის უხდება როგორც პერანგს, ასევე სვიტერს.

4.jpg

პიჯაკი, რომელიც მამაკაცს ამაღლებულს და გლამურულს ხდის, ყველას გარდერობში უნდა იყოს. ქალბატონების თვალში ”მამაკაცი პიჯაკში” მეტად მომხიბვლელია. ასე რომ, პიჯაკის არჩევისას პასტელურ ფერებს მიანიჭეთ უპირატესობა და თქვენს ნაცვლად ის ყველა გაუცემელ კითხვას გასცემს პასუხს.

5.jpg

 

ბოლოს კი, ფეხსაცმელი. ტყავი საუკეთესო ვარიანტია, ვიდრე მარტივად ჩაცმული ესპადრელები. თეთრი, ნაცრისფერი და შავი ტყავის ფეხსაცმელი ჯინსებზე ან თუნდაც შორტებზე სისუფთავის შეგრძნებას ბადებს.

6.jpg

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები