LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ უნდა მიხვდეთ, რომ თქვენი ცოლი ნარცისია – ფსიქოლოგის რჩევა მამაკაცებს

133
Narcissistic-Wife-4

ნარცისი ცოლი ეს იმაზე საშიში ფენომენია, ვიდრე თქვენ ფიქრობთ. ასეთი ქალი მეუღლის მიმართ არანაირ გრძნობებს არ განიცდის და ყველაზე და ყველაფერზე მნიშვნელოვნად მხოლოდ საკუთარ თავს მიიჩნევს.

ფსიქოლოგთა ინფორმაციით, ნარცისი ქალი ქმრის წარმატებების მიმართაც ეჭვიანობს და ყოველთვის ცდილობს ყველა მისი მიღწევა გააუფასუროს. ოჯახში მთავარი თავადაა ამიტომ მთელი ყურადღება მხოლოდ მისი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისკენ უნდა იყოს მიმართული.

სპეციალისტები გამოყოფენ რამდენიმე ნიშანს, რომლითაც ნარცისი ქალის ამოცნობაა შესაძლებელი.

1. ასეთ ქალს სჯერა, რომ ყველა ქალზე უფრო „მაგარია“. ის მეგობრობს მხოლოდ მაღალი სტატუსის მქონე ადამიანებთან და დარწმუნებულია რომ მისი ყურადღება ნებისმიერისთვის დიდი საჩუქარია.

2. ნარცისი ცოლის საყვარელი საქმიანობა ქმრის კრიტიკაა. მისთვის მნიშვნელოვანია მეორე ნახევრის დამცირება და საკუთარი თავის აღმატებულობის წარმოჩენა ყოველ ჯერზე.

3. ნარცისი ილუზიებში ცხოვრობს და ზოგჯერ ისეთ თვისებებს მიიწერს, რომელიც მისგან ძალიან შორსაა.

4. ნარცისი დარწმუნებულია, რომ მისი ყველას შურს. ის ზედმეტად პატივმოყვარეა და ვერც კი წარმოუდგენია, რომ ვინმე მასზე უკეთესიც არსებობს.

5. ნარცისს მოსწონს ყურადღების ცენტრში ყოფნა და ამის მიღწევას ყველა გზით ცდილობს.

6. ნარცისი ბრაზდება ქმარზე ყოველთვის, როცა მისგან განსხვავებული აზრი აქვს. ის ძალიან ჯიუტია და საწინააღმდეგო მოსაზრების მიღება ვერ წარმოუდგენია.

7. დაბოლოს, ნარცისს ქალს თანაგრძნობის გამოხატვა არ შეუძლია. ის დასცინის ყველას და ყველაფერს. სხვის მდგომარეობაში შესვლაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები