LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საერთაშორისო დონორები თურქეთს მიწისძვრის შემდგომ აღდგენაში დასახმარებლად შვიდი მილიარდი ევროს გამოყოფას დაჰპირდნენ

142
1611490078-1607335231-1607097602-1599472188-ევროკავშირი09-1024x614-1024x614-1024x614-1024x614

საერთაშორისო დონორები თურქეთს მიწისძვრის შემდგომ აღდგენაში დასახმარებლად შვიდი მილიარდი ევროს გამოყოფას დაჰპირდნენ.

„ამაყი ვარ, გამოვაცხადო, რომ ჩვენ ვხედავთ ახალ არსებით მხარდაჭერას თურქეთისა და სირიის მიმართ. დღეს შეგროვებული საერთო თანხა შვიდი მილიარდ ევროს შეადგენს. ეს კონფერენცია დაჰპირდა მხარდაჭერას ინსტიტუტებსა და ორგანიზაციებს, რომელთა მიზანია იმ ადამიანების დახმარება, რომელთა ცხოვრება წამებსა და წუთებში განადგურდა.

თუმცა, რაც უფრო მნიშვნელოვანია, თქვენმა მხარდაჭერამ დღეს უზრუნველყო აუცილებელი საწვავი, რომელიც რთულ სიტუაციაში მყოფ ადამიანებს ყველა ქვეყანაში სჭირდებათ – ეს არის იმედი. იმედი, რომ ღირსების აღდგენა და ყოველდღიური ცხოვრების გაგრძელება შესაძლებელი იქნება“, – განაცხადა შვედეთის პრემიერმა.

ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, „როდესაც ტრაგედია ხდება, პასუხი მხოლოდ ერთია და ეს არის სოლიდარობა“.

„მე ვარ მოხარული, რომ დღეს ვხედავ საერთაშორისო საზოგადოების მტკიცე მხარდაჭერას თურქეთსა და სირიაში აღდგენის ძალისხმევის მიმართ. ერთად მოლოდინს გადავაჭარბეთ. ეს შესანიშნავია. უამრავი მადლობა ჩემი მხრიდან“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

ცნობისთვის, 6 თებერვალს მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად თურქეთსა და სირიაში 56 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g