ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ „TV პირველის“ ჟურნალისტ ნატო გოგელიაზე თავდასხმაში ბრალდებულ მამუკა ანდღულაძეს აღმკვეთი ღონისძიების სახე, წინასწარი პატიმრობა შეუცვალა და 3000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.
შეგახსენებთ, რომ შემთხვევა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ ბახვში მოხდა.
„TV პირველის“ ინფორმაციით, ჟურნალისტს, ნატო გოგელიას „ალტ-ინფოს“ წარმომადგენელი გაუსწორდა, რომელიც 14 მარტს, პარლამენტთან გამართულ აქციაში, რა დროსაც ევროკავშირის დროშა ჩამოგლიჯეს და დაწვეს, ის ასევე მონაწილეობდა.