თბილისში, იყალთოს ქუჩაზე საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა, რასაც 70 წლამდე მამაკაცი ემსხვერპლა.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
უწყების ცნობით, ამ დროისთვის, ხანძარი ლიკვიდირებულია.