პარლამენტში პრემიერ-მინისტრის ინტერპელაციის წესით გამოსვლას და განცხადებებს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში მოკლე პოსტით ეხმიანება:
„ანტიკვარული პრემიერი გვყავს – ციფრულ ეპოქაში გაფუჭებული პატეფონივით ჩაიხვია“, – წერს გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში.
ცნობისათვის, დღეს პარლამენტში პრემიერ-მინისტრს ინტერპელაციის წესით უსმენენ. ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვით გამოსვლის შემდეგ, მას დეპუტატები მიმართავენ.
„ეკონომიკა გავზარდეთ თითქმის 30 მილიარდი ლარით” – ირაკლი ღარიბაშვილი