აშშ-ში უხარისხო საწვავის გამო ნახევარი მილიონი Ram და BMW სერიოზული საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. უსაფრთხო საგზაო მოძრაობის ნაციონალური სააგენტოს (NHTSA) ინფორმაციით, რისკ ჯგუფშია ორი კონცერნის Stellantis-ისა და BMW-ს 490 ათასი დიზელის ავტომობილი. დეფექტების შესწავლისა და გამოძიების სააგენტო (ODI) უკვე ნახევარი წელია რაც დიდი პიკაპების RAM 2500, 3500, 4500 და 5500 მფლობელთა საჩივრებს სწავლობს და ცოტა ხნის წინ საქმეში ახალი ფაქტები გამოვლინდა.
რეგულატორი ვარაუდობს, რომ Bosch-ის ფირმის საწვავის ავზები ამერიკულ საწვავს მწყობრიდან გამოჰყავს. ბუნებრივია, ამ გაუმართაობას ძრავის დაზიანებაც შეუძლია, NHTSA კი უკან გამოწვევის კამპანიის დაწყებას რატომღაც არ ჩქარობს.