ამსტერდამში მეძავებმა საპროტესტო აქციების გამართვა გადაწყვიტეს, რათა გააპროტესტონ ხელისუფლების გადაწყვეტილება ნასვამი ტურისტებისა და ხმაურიანი წვეულებების აკრძალვის შესახებ. ინფორმაციას ამის შესახებ Daily Mail ავრცელებს.
სექს-ინდუსტრიის წარმომადგენელს სურთ, მხარი დაუჭირონ იმ ვიზიტორებს ვინც ნიდერლანდებს გასართობად აკითხავს და რეალურად ცუდს არაფერს აკეთებს.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ხელისუფლებამ დაიწყო კამპანია „თავი შორს დაიჭირე“, რათა „ხარისხიანი“ ტურისტები მოიზიდოს, მათ ნაცვლად ვინც ქალაქს სექსისა და ნარკოტიკების გამო აკითხავს. ამ სიაში იგულისხმებოდა ბრიტანელი მოგზაურებიც, რომლებიც ამსტერდამში წითელი ფარნების ქუჩის გამო ჩადიან ხოლმე და დალევაც ძალიან უყვართ.
კამპანიის ფარგლებში გამოუშვეს სარეკლამო რგოლები, სადაც უცხოელებს, რომლებსაც ლეგალური ნარკოტიკის დაგემოვნება სურთ, ამსტერდამში წასვლისგან თავის შეკავებას ურჩევენ. ვიდეოში აჩვენეს ტურისტი, რომელიც წვეულების შემდეგ პოლიციამ წაიყვანა და სოლიდური ჯარიმაც გამოუწერა.