LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

AITF 2023 – საქართველო აზერბაიჯანის ტურისტულ გამოფენაზე წარდგა

175
tur

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ აზერბაიჯანში ტურისტულ გამოფენაში მიიღო მონაწილეობა.

„AITF 2023”-ზე ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაცია აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტთან ერთად იყო წარდგენილი.

ბაქოში გამართული გამოფენის ფარგლებში საქართველოს სტენდთან დამთვალიერებლებს საშუალება ჰქონდათ გასცნობოდნენ საქართველოს ტურისტულ მიმართულებებსა და პროდუქტებს.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, „AITF 2023”-ზე ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საქართველოს პოპულარიზაციისა და ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით შეხვედრები გამართა აზერბაიჯანის ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებთან, ინფლუენსერებთან და ბლოგერებთან. ბაქოს ტურისტულ გამოფენაზე ევროკავშირისა და აზიის ქვეყნები, საერთაშორისო ტუროპერატორები და ავიაკომპანიები იყო წარდგენილი.

<
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები