LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გივიკო დიდია: დაუმსახურებლად რამდენმა ადამიანმა მატკინა გული, ხელი მკრეს, ზევიდან მიყურებდნენ, ალბათ, ეს ყველაფერი რომ არ ყოფილიყო, ერთ ადგილას ვიქნებოდი გაჩერებული

224
მუმლაძე და დათო სააკაშვილი (1)

„ახლა ყველა დახურული კარების უკან მდგომ ადამიანს ვჭირდები, ვისაც ადრე ვუთხარი „არ დაგავიწყდეთ სამყაროში მოქმედი ბუმერანგის პრინციპი,“- ამის შესახებ გივიკო დიდია სოციალურ ქსელში წერს.

როგორც გივიკო აღნიშნავს, დაუმსახურებლად მას ბევრმა ადამიანმა ატკინა გული, ხელიც ბევრჯერ ჰკრეს, თუმცა ეს ყველაფერი რომ არ ყოფილიყო ის ერთ ადგილას გაჩერდებოდა და ვერ განვითარდებოდა.

„წარსულს გადავხედე, დაუმსახურებლად რამდენმა ადამიანმა მატკინა გული. ხელი მკრეს, ზევიდან მიყურებდნენ. როცა ვჭირდებოდი, მათთვის რა კარგი და ნიჭიერი ბიჭი ვიყავი. ალბათ ეს ყველაფერი, რომ არ ყოფილიყო ვიქნებოდი ერთ ადგილას გაჩერებული, ვერაფერს გავაკეთებდი. თუმცა, მე ეს არ მჩვევია. ზუსტად გაჭირვებაშია ძალა, ყველა დახურული კარების და ყველა ქედმაღალი ადამიანის ცინიკური დამოკიდებულების უკან. ადამიანებისგან მიტოვებული ბევრჯერ ვყოფილვარ, მაგრამ უფლისგან არასოდეს.

ვინც ახლა ამ პოსტს კითხულობ და დროებით უიმედოდ ხარ, გულით მინდა გითხრა – არასოდეს დანებდე.

იყავი უბრალო და გულით ღირებული.

არ აჰყვე ცუდ ხმას. იბრძოლე საკუთარი მიზნებისთვის და გწამდეს უფალი არასოდეს მიგატოვებს.

პ.ს ახლა ყველა დახურული კარების უკან მდგომ ადამიანს ვჭირდები.

ვისაც ადრე ვუთხარი „არ დაგავიწყდეთ სამყაროში მოქმედი ბუმერანგის პრინციპი,“- წერს გივიკო დიდია.

 

„სიყვარულია, როცა დილას იმ ფიქრით იღვიძებ, რომ ის შენს ცხოვრებაში არსებობს” – რას წერს გივიკო დიდია სიყვარულზე

გივიკო დიდია: „თურმე ასაკში მყოფი ადამიანებიც ასე არიან, პატარასავით სჭირდებათ ზრუნვა, სითბო და სიყვარული.. ეს გოგო იმსახურებს, რაც დათესა იმას იმკის“

გივიკო დიდია: თუ ვინმეს ჰგონია ლანძღვას ლანძღვითვე ვუპასუხებ ძალიან ცდება

“დედებს ჰგონიათ , რომ შეუძლიათ ტკივილი დამალონ შვილებთან…გეფერებით ყველა გულნატკენ დედას, ძალიან მინდა, რომ კარგად იყოთ” – რას წერს გივიკო დიდია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g