2023 წლის პირველ სამ თვეში, 1 იანვრიდან 1 აპრილამდე საქართველოში რუსეთის მოქალაქეებმა კიდევ 5332 ახალი ბიზნესსუბიექტი დაარეგისტრირეს. ამის შესახებ რადიო თავისუფლების მიერ საქსტატიდან გამოთხოვილი ინფორმაციით გახდა ცნობილი.
მონაცემების მიხედვით, მათი უმეტესობა კვლავ ინდ. მეწარმის სტატუსით რეგისტრირდება. ახლად რეგისტრირებული ბიზნესსუბიექტებიდან მხოლოდ 8 არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი და 200-მდე შპს-ა, ყველა დანარჩენი ინდ. მეწარმის სტატუსით არის დარეგისტრირებული.
თვეების მიხედვით რუსეთის მოქალაქეების საქართველოში რეგისტრირებული ბიზნესსუბიექტები 2023 წლის დასაწყისში ასე ნაწილდება:
-
- იანვარი – 1363 (აქედან 3 არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი და 53 შპს)
- თებერვალი – 2 649 (აქედან 3 არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი და 62 შპს)
- მარტი – 1 320 (აქედან 2 არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი და 76 შპს)
წყარო: რადიო თავისუფლება
რამდენი რუსი და უკრაინელი გახდა საქართველოს მოქალაქე 1 წლის განმავლობაში