საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედა გიული ალასანია, „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერის ეკა სეფაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება, რომელმაც „არ გამორიცხა, რომ მიხეილ სააკაშვილისთვის გადაცემული ჯილდოები, მის ოჯახს ნაყიდი ჰქონდეს“.
„არ გამოვრიცხავ, მიხეილ სააკაშვილის ჯილდოებიც ნაყიდი იყოს“ – ეკა სეფაშვილი
გიული ალასანიას თქმით, აღნიშნული „როგორც პოლონეთის, ასევე მისი შვილის შეურაცხყოფაა“.
„ეს ლამაზი ქალბატონი აკეთებს განცხადებას, რომ ჩვენ ვიყიდეთ ეს ჯილდო, რომელსაც ჩემ შვილს გადასცემენ, ახლა 12-ში, პოლონეთში. მართალი გითხრათ, უკვე აღარაფერი აღარ მიკვირს თითქოს, მაგრამ მაინც გამიკვირდა, ნუთუ ვერ აცნობიერებს ადამიანი, რომელიც ამ განცხადებას აკეთებს, რომ ეს არის შეურაცხყოფა პოლონეთის, ეს იგი გამოდის, რომ მანამდე ჩვენ ალბათ ნორვეგია ვიყიდეთ და ასე დავდივართ და დაგვაქვს ტომრით ფული და ყველას ვიყიდულობთ. ცდილობენ ჩემი შვილი შეურაცხყონ და დაამცირონ ყველანაირად, იმედი მაქვს, ალბათ, ვერ აცნობიერებენ იმას, რომ ამ სახელმწიფოებს აყენებენ შეურაცხყოფებს“, – თქვა ალასანიამ.
მიხეილ სააკაშვილისთვის ჯილდოს გადაცემის გამო, საგარეომ ნორვეგიის ელჩი დაიბარა