შორ დისტანციაზე ახლო ურთიერთობების შენარჩუნება – ნამდვილი გამოცდაა შეყვარებულებისთვის. თუმცა, ეს სულაც არაა მიზეზი, ხელი ჩაიქნიოთ და უარი თქვათ ყველაფერზე. ადრე წყვილები ბევრად უფრო რთულ სიტუაციაში იყვნენ, რადგან მუდმივად წერილის მოლოდინში ცხოვრობდნენ, ახალ კი, ყველაფერი ბევრად მარტივია – თანამედროვე გაჯეტები იძლევა საშუალებას იყოთ მუდმივად კონტაქტზე და გაუზიაროთ საყვარელ ადამიანს ცხოვრების თითოეული წუთი.
გაუზიარეთ ერთმანეთს ყველაზე პოზიტიური ცხოვრებისეული მომენტები! ფოტო ან ვიდეო საუკეთესო საშუალებაა, აქციოთ საყვარელი ადამიანი თქვენი ცხოვრების მონაწილედ, თქვენ კი, გახდეთ მისი ცხოვრების ნაწილი. მოკლე შეტყობინებების პარალელურად ყოველთვის შეგიძლიათ გაანებივროთ თქვენი მეორე ნახევარი სასიამოვნო ფოტოებით და ვიდეოებით, ჩართოთ ის თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებასა და გართობაში. არ აქვს მნიშვნელობა, რას აკეთებთ, მთავარია ფოტო სახალისო და პოზიტიური ემოციების მატარებელი იყოს.