LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინუცა ორჯონიკიძე გარდაცვლილ მამას ემოციურად იხსენებს: „ყველაზე ახლო ადამიანი იყო ჩემს ცხოვრებაში…“

419
ნინუცა ორჯონიკიძე

„შუადღეში“ ნინუცა ორჯონიკიძე მამას დიდი ემოციებით იხსენებს:

„მამაჩემთან ახლო ურთიერთობა მქონდა. ყველაზე ახლო ადამიანი იყო ჩემს ცხოვრებაში. ჩემი თავდაჯერება, რომელიც რიგ შემთხვევაში, ხალხს აღიზიანებს, მოდის მამაჩემისგან – გამზარდა დიდ სიყვარულში. ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანია, ერთხელ მაინც გაგრძნობინონ, რომ განსაკუთრებული ხარ. მამამ მასწავლა, რომ კარგი ვარ. მომცა უდარდელობა და სიმსუბუქე. მამა რომ გარდაიცვალა, ვტიროდი და ჩემი მეუღლე მეკითხებოდა, რაზე გწყდება გულიო. დავაკელი, არ ვეუბნებოდი, როგორ მიყვარდა-მეთქი. გამომხედა და მითხრა, პირველი, რასაც ამბობდი, როცა ურეკავდი, იყო: „მა, მიყვარხარ“. რაც უნდა 24 საათი ერთად იყოთ, მაინც დიდი დანაკლისია. თითო დღეზე, თითო უპასუხო ზარზე მწყინდა, რომ ვერ ვუპასუხე…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g