LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანდრეი ერმაკი: რუსმა ოკუპანტებმა ბახმუტსა და სოლედარში უკრაინელი ბავშვების მკვლელობები აღიარეს

142
ანდრეი ერმაკი

რუსმა ოკუპანტებმა ბახმუტსა და სოლედარში უკრაინელი ბავშვების მკვლელობები აღიარეს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ანდრეი ერმაკი Telegram არხზე წერს.

მისივე თქმით, პრიგოჟინის სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერი“ უკრაინის მიწაზე უდანაშაულო ბავშვებს იტაცებს და კლავს, რისთვისაც ისინი უნდა დაისაჯონ.

„რუსმა ტერორისტებმა ბახმუტსა და სოლედარში უკრაინელი ბავშვების მკვლელობები აღიარეს. დაჯგუფება „ვაგნერის“ ქმედებები ნათელს ფენს რუსული არმიის დანაშაულებს უკრაინაში, ისინი ჩვენს შვილებს იპარავენ და კლავენ. კიდევ რამდენი ასეთი დანაშაულია ჩადენილი? ერთი აღიარება საკმარისი არ არის.

მონსტრებისა და მკვლელების ნაცია, მსოფლიოს ბიოლოგიური ნაგავი. მხოლოდ აღიარება არაფერს ნიშნავს, მას სასტიკი და სამართლიანი სასჯელიც უნდა მოჰყვეს. სასჯელი კი აუცილებლად იქნება. ჩვენ ყველა დანაშაულებრივი ფაქტის შესახებ შევიტყობთ და ვიპოვით თითოეულს, ვინც ეს ჩაიდინა.

რუსებმა ათასობით უკრაინელი ბავშვი გაიტაცეს და ჯერჯერობით უცნობია, რამდენი მათგანი გადარჩა. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ჩვენი შვილები დავიბრუნოთ. მსოფლიომ რუსეთის სახე უნდა ნახოს, არ უნდა შეეშინდეს მისი და მას სასტიკად უნდა გაუსწორდეს“, – წერს ერმაკი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g