LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დამისამართების ჯგუფის მიერ პროექტის დაწყებიდან დღემდე შესრულდა 145 000 მოთხოვნა“ – სახალხო პლატფორმა

34
სოფიო-სუხაშვილი

„დამისამართების ჯგუფის მიერ  პროექტის დაწყებიდან დღემდე შესრულდა 145 000 მოთხოვნა“ – ამ თემაზე გადაცემაში „სახალხო პლატფორმა“ „დამისამართების სისტემის სრულყოფის“ პროექტის მენეჯერმა სოფიო სუხაშვილმა ისაუბრა.

რა ეტაპზეა დამისამართების სისტემისა სრულყოფის პროექტი?

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში მიმდინარეობს დამისამართების სისტემისა სრულყოფის პროექტი, რომელიც ხორციელდება საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსთან თანამშრომლობით. ეს პროექტი 2015 წლიდან დაიწყო.

პროექტის მიზანია  საქართველოს მასშტაბით სამისამართო სისტემის განვითარება და მოსახლეობის რეესტრის ერთიანი ბაზის გაუმჯობესება.

პროექტის ძირითადი კომპონენტები:

  • მუდმივად განახლებადი რეესტრის დანერგვა, რაც სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლობით ხორციელდება.
  • საველე ჯგუფების მეშვეობით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან მიღებულ და განახლებულ მისამართებზე მოქალაქეთა იდენტიფიცირება, სამისამართო მონაცემებში აღმოჩენილი ცვლილებების დაზუსტება.
  • დაკორექტირებული სამისამართო ერთეულების ინსპექტირება და სამისამართო მონაცემებში არსებული ხარვეზების გამოვლენა.

დღეის მდგომარეობით რა შედეგები გაქვთ ამ მიმართულებით?

ამ ეტაპზე მისამართების რეესტრში დაზუსტებულია ქვეყნის 92 დასახლების 500 472 მისამართი და 2 537 513 პირის შესახებ ჩანაწერი.

დამისამართების ჯგუფის მიერ  პროექტის დაწყებიდან დღემდე შესრულდა 145 000 მოთხოვნა, რომლის შედეგად მოხდა დამისამართების მართვის სისტემაში დამატებული მისამართების გამოყენება მოქალაქეთა რეგისტრაციის, დოკუმენტების გაცემის ან/და სხვა მიზნებისათვის;

განხორციელდა ცვლილებების ასახვა მისამართებთან დაკავშირებით, მოხდა სხვადასხვა სახის ინფორმაციის გაცემა სამისამართო ერთეულებთან მიმართებაში.

რა სამუშაოების ჩატარებას გეგმავთ მიმდინარე წელს?

2023  წელს იგეგმება ქვეყნის განვითარების 10 წლიანი გეგმის შესაბამისად დაუმისამართებელ სოფლებში მოქალაქეთა იდენტიფიცირების პროცესის დაწყება, რაც გულისხმობს  მოქალაქეთა რეგისტრაციის მისამართის დაზუსტებას მისამართის დონეზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები