თბილისში, წერეთლის გამზირზე, ავტობუსში კაცი დაჭრეს.
როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, თავდამსხმელი ცხელ კვალზე დააკავეს.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევა 308 ნომერ ავტობუსში მოხდა და დაჭრილი 70 წლის კაცია.
შემთხვევის ადგილზე ამ წუთებში სამართალდამცველები არიან მობილიზებული.