სუდანში მყოფი საქართველოს მოქალაქეები ქალაქ ხარტუმის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიიდან მეტად უსაფრთხო ადგილას იქნენ გადაყვანილი, საიდანაც განხორციელდება მათი შემდგომი ევაკუაცია.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, უწყების და დამსაქმებელი კომპანიის ერთობლივი მუშაობით მოხერხდა ცხელი წერტილიდან, სადაც მუდმივი შეტაკებები მიმდინარეობს, საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხო ადგილას გადაყვანა.
“ამჟამად მოქალაქეები იმყოფებიან ქალაქის უსაფრთხო ნაწილში. უწყება აგრძელებს მუშაობას მათი სუდანიდან სრული ევაკუაციისთვის”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.