LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წრიული რბოლის გამარჯვებულები და პირველი ეტაპის მნიშვნელოვანი ფაქტები (ფოტო)

55

კვირას, 22 მაისს რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე წრიულ რბოლაში საქართველოს პირველობის პირველი ეტაპი გაიმართა. შეჯიბრში ლეგენდარული ავტომობილები და ფორმულა ალფას კლასის ავტომობილები მონაწილეობენ, რბოლა საკმაოდ დაძაბული და საინტერესო გამოდგა.

დაძაბული პაექრობის შედეგად, ლეგენდარული ავტომობილების კლასში პირველ ეტაპზე, მოქმედმა ჩემპიონმა არჩილ ბიძინაშვილმა პირველობა არავის დაუთმო, მეორე ადგილი კი გიორგი ბეჟიტაშვილმა დაიკავა. მესამეზე კი შოთა აფხაზავა გავიდა. აღსანიშნავია ისიც, რომ ლეგენდარული ავტომობილების რბოლის მეორე ეტაპზე სამეულში დიდი ცვლილებები არ მომხდარა. პირველ ადგილზე კვლავ არჩილ ბიძინაშვილი გავიდა, მეორეზე აფხაზავა, ხოლო მესამეზე ბეჟიტაშვილი.

საკმაოდ დაძაბული და საინტერესო გამოდგა ფორმულა ალფას შეჯიბრიც, სადაც გამარჯვება ”არტლაინ ჯორჯიას” გუნდის ლატვიელმა მრბოლელმა ჰარალდ შლეგელმილხმა მოიპოვა. მეორე ადგილზე სანდრო თავართქილაძე გავიდა, ხოლო მესამე ადგილზე ლატვიელი ოტო ბირზნიეკსი გავიდა.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ წლევანდელი შეჯიბრი კომპაქტისა და ტოურინგ კლასის ავტომობილების გარეშე ჩატარდა. ჩემპიონატის პირველი ეტაპის შემდეგ აღნიშნულ კლასებში მრბოლელთა ათეული ასე გამოყურება:

 

ლეგენდსი, 1-ლი რბოლა, 10 წრე

არჩილ ბიძინაშვილი 20:01.357

გიორგი ბეჟიტაშვილი 20:01.397 (+0.040)

შოთა აფხაზავა 20:17.437 (16.080)

ალეკსეი ხაიროვი (რუსეთი) 20:19.613 (18.256)

გოგა არჯევანიძე 20:19.634 (18.277)

სანდრო ცხადაძე 20:27.979 (26.622)

ჯანკატ ჰურმოგლუ (გერმანია) 20:49.269 (47.912)

ვლადიმერ თაბაგარი 21:13.780 (1:12.423)

დავით კაკაბაძე 1 წრე

იკო ჩხეიძე DNF

 

ფორმულა ალფა, 10 წრე

ჰარალდ შლეგელმილხი (ლატვია) 17:28.135

სანდრო თავართქილაძე 17:37.224 (9.089)

ოტტო ბირზნიეკსი (ლატვია) 17:48.843 (20.708)

შოთა აფხაზავა 17:49.936 (21.801)

დავით რამიშვილი 18:02.822 (34.687)

თორნიკე კიკნაველიძე 18:03.485 (35.350)

შაკო ციხელაშვილი 18:31.314 (1:03.179)

ლაშა ნადირაშვილი 19:51.947 (2:23.812)

 

ლეგენდსი, მე-2 რბოლა, 10 წრე

არჩილ ბიძინაშვილი 19:58.516

შოთა აფხაზავა 20:04.162 (5.646)

გიორგი ბეჟიტაშვილი 20:04.956 (6.440)

ჰარალდ შლეგელმილხი (ლატვია) 20:06.881 (8.365)

ალეკსეი ხაიროვი (რუსეთი) 20:11.736 (13.220)

გოგა არჯევანიძე 20:15.129 (16.613)

სანდრო ცხადაძე 20:22.617 (24.101)

ჯანკატ ჰურმოგლუ (გერმანია) 20:29.110 (30.594)

იკო ჩხეიძე 20:29.141 (30.625)

ოტტო ბირზნიეკსი (ლატვია) 20:48.386 (49.870)

ვლადიმერ თაბაგარი 21:15.453 (1:16.937)

დავით კაკაბაძე 21:54.661 1:56.145

უშო ნანავა DNF

 

შენიშვნა: DNF – რბოლა ვერ დაასრულა 

 

ფოტოები აღებულია საიტიდან: www.worldsport.ge