LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზაფხულში საქართველოს აეროპორტებში რეისებს 43 ავიაკომპანია 31 ქვეყნის მიმართულებით შეასრულებს – ფრენების განრიგი

137
ფრენა

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ საქართველოს საავიაციო ბაზარზე მოქმედი ავიაკომპანიების 2023 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონის საჰაერო მიმოსვლის განრიგი დაამტკიცა. სააგენტოში ამ ეტაპისთვის წარმოდგენილი ფრენის განაცხადების მიხედვით, მიმდინარე წლის 28 ოქტომბრის ჩათვლით, საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში რეგულარული სამგზავრო რეისების შესრულება იგეგმება 43 ავიაკომპანიის მიერ, 31 ქვეყნის 88 მიმართულებით. არსებული მონაცემებით, ფრენები კვირაში საშუალოდ 555 სიხშირით განხორციელდება, რაც 2019 წლის ზაფხულის სეზონისთვის გაცემული სიხშირეების რაოდენობას 3%-ით აღემატება.

სააგენტოს ცნობით, მიმდინარე ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე, ფრენების შესრულება 44 ევროპული მიმართულებით იგეგმება, რაც ყოველდღიურად დაახლოებით 17, ხოლო კვირაში 126 სიხშირეს უტოლდება.

„მნიშვნელოვანია ასევე გალფის ქვეყნების (საუდის არაბეთი, ბაჰრეინი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, ქუვეითი, ომანი და კატარი) მიმართულებების წილი (16 მიმართულება, საშუალოდ 20 სიხშირე ყოველდღიურად და 138 სიხშირე კვირაში). ამასთან, სააგენტო აგრძელებს ავიაკომპანიების განაცხადების მიღებას დამატებითი რეგულარული და სეზონური მრავალჯერადი ჩარტერული რეისების შესასრულებლად.

2023 წლის პირველ კვარტალში, საქართველოს აეროპორტებში ჯამში 4 839 რეისი განხორციელდა. 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში განხორციელებული ფრენების რაოდენობასთან შედარებით, რეისების რაოდენობა 22%-ით გაიზარდა, ხოლო 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებით, აღდგენის მაჩვენებელი 93%-ს შეადგენს“, – აღნიშნულია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციაში.

ზაფხულის სანავიგაციო სეზონის რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განრიგები იხილეთ შემდეგ ბმულზე: https://gcaa.ge/flight-schedules/

mazda magti 5g