ჩემპიონთა ლიგაზე მადრიდის „რეალის“ გამარჯვების შემდეგ, კრიშტიანუ რონალდუმ დამსახურებული დასვენების მოწყობა გადაწყვიტა. ფეხბურთელი მეგობრებთან და ოჯახთან ერთად იბიცაზე გაემგზავრა.
არდადეგების ამსახველი ფოტოები მან „ინსტაგრამზე“ გააზიარა, საიდანაც ჩანს, რომ ფეხბურთელი ვაჟიშვილთან, კრიშტიანუ-უმცროსთან საკმაოდ დიდ დროს ატარებს, ასევე დაკავებულია სერფინგით და მეგობრებთან ერთად გართობით.